ხაბეიშვილი პირობას იძლევა, რომ სააკაშვილი სოხუმში უდიდეს აეროპორტს ააშენებს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საქართველოს მოსახლეობას პირობას აძლევს, რომ სოხუმში უდიდესი აეროპორტი აშენდება და მისი შემოქმედი იქნება პატიტობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.

„იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი, ძლიერი, ევროპული იყოს, რუსეთის გუბერნია რომ არ გავხდეთ, მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება. დღეს კანცელარიასთან არის მთავარი გზავნილი რუსული ხელისუფლების მიმართ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას ითხოვს სრულიად ცივილიზებული სამყარო. მსოფლიოში არ მოიძებნება პოლიტიკური ლიდერი, ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, რომელიც პოლიტიკურად არ მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილის საქმეს.

ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, დაწყებული ლაზიკის მშენებლობიდან, რომელიც უპირობოდ უნდა შევუსრულოთ ჩვენს ხალხს, რადგან იქ საუბარია 30 მილიარდი ლარის ინვესტიციაზე და ეკონომიკაზე, ათიათასობით სამუშაო ადგილზე. გაძლევთ პირობას, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ავაშენებთ უდიდეს აეროპორტს სოხუმში“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები