,,ბელარუსში „ვაგნერის“ მებრძოლების ყოფნა ქმნის უსაფრთხოების რისკებს”- გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ბელარუსში „ვაგნერის“ მებრძოლების ყოფნა ქმნის უსაფრთხოების რისკებს, რისთვისაც ლიეტუვა მზად უნდა იყოს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისი  თქმით, „ვაგნერის“ გადაადგილება აჩვენებს, რომ მოვლენები მოულოდნელად იცვლება.

,,ეს ორი არასტაბილური სახელმწიფოა და ძნელი სათქმელია, რამდენად აკონტროლებენ ამ კერძო ჯარებს და რისი გაკეთება შეუძლიათ მათ. პირველი გზავნილი ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ: ეს არის დაუცველობის ფაქტორი და მეორე – ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბელარუსში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების განლაგების გამო შიში კი არ არის საჭირო, არამედ შესაძლო საფრთხეებისთვის მომზადება და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

მსგავსი თემები