წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

”ბიბისის” ინფორმაციით, წაყენებული ბრალდებების მიუხედავად, დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა. მათივე ცნობით, 31 ივლისის სოციოლოგიური კვლევის საშუალო შედეგები აჩვენებს, რომ ტრამპი 37% -ით უსწრებს თავის მთავარ მეტოქეს რესპუბლიკური პარტიიდან, რონ დესანტისს.

 ყოფილ პრეზიდენტს მხარს გამოკითხულთა 54% უჭერს, მის მთავარ მოწინააღმდეგეს, რონ დესანტისს კი – 17%. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებიდან, არც ერთს აქვს 6%-ზე მაღალი მხარდაჭერა.

„ბიბისის” განმარტებით, თებერვლის შუა რიცხვებში დონალდ ტრამპის რონ დესანტისს 2%-ით უსწრებდა (41% და 39%).

რესპუბლიკელთა შიდაპარტიული არჩევნები 2024 წლის იანვარშია დაგეგმილი.

მსგავსი თემები