ტერორისტების გასანადგურებლად საჭიროა, შორს მოქმედი იარაღი გვქონდეს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ყოველდღიური ვიდეომიმართვისას, რუსეთის მიერ, უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს მთელი მსოფლიო, ყველა ადამიანის კოლექტიური სიძლიერე საკმარისია ბოროტების დასაძლევად.

,,ეს იყო ისკანდერის ორი რაკეტა, ბალისტიკური რაკეტები საცხოვრებელი კორპუსების წინააღმდეგ. სამხედრო ცნობით, ისინი კრივი რიჰის მიმართულებით, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან, ჯანკოეს რაიონიდან გაუშვეს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქალაქების უსაფრთხოებისთვის, უკრაინელებისთვის, ჩვენი ბავშვების ნორმალური ცხოვრების დაცვისთვის საჭიროა, ჩვენს სამხედროებს შორს მოქმედი იარაღი და საკმარისი საშუალებები ჰქონდეთ ტერორისტების გასანადგურებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ცდილობს დააშანტაჟოს მთელი მსოფლიო, ყველა ადამიანის კოლექტიური სიძლიერე საკმარისია ბოროტების დასაძლევად,”- განაცხადა ზელენსკიმ.

კრივოი როგზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა

მსგავსი თემები