პროტესტის შემდეგ მეგი გოგიტიძეს ვლადიკავკაზში კონცერტი გაუუქმეს

ოკუპირებულ ცხინვალში პოლიტიკოსებისა და მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, ვლადიკავკაზში მეგი გოგიტიძესა და დავით კენჭიაშვილს კონცერტები გაუუქმეს. .ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის წევრმა სოსლან დიდაროვმა განაცხადა.

კონცერტები ვლადიკავკაზში, რესტორან თორნეში, 16 და 25 აგვისტოს უნდა გამართულიყო.

ქართველი მომღერლების კონცერტების შესახებ სიახლეს აფასებდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და ”სამხრეთ ოსეთის” ოპოზიციის წევრები. მათი თქმით, აღნიშნული კონცერტები ”განსაკუთრებით მკრეხელურად და დამცინავად გამოიყურება სამხრეთ ოსეთის ტრაგედიის 15 წლისთავთან დაკავშირებით.”

მსგავსი თემები