მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე აშკარაა, მიიღება ზომები – პესკოვი

მოსკოვზე დრონებით თავდასხმის საფრთხე აშკარაა, მიიღება ზომები, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვი მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული ბოლო იერიშს გამოეხმაურა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რა დასკვნებს აკეთებს კრემლი დრონების თავდასხმებისგან დედაქალაქის უსაფრთხოებაზე და რა შემთხვევაში იქნება საჭირო უსაფრთხოების ზომების გაძლიერება.

„გუშინ ვთქვი, რომ, ექსპერტული თვალსაზრისით, ამაზე კომენტარის გაკეთება შეუძლიათ და უნდა გააკეთონ მხოლოდ სამხედროებმა. საფრთხე ნამდვილად არსებობს, ის აშკარაა, ზომები მიიღება“, – განაცხადა პესკოვმა.

დრონებით თავდასხმა მოსკოვზე – დრონი ერთ-ერთ ცათამბრჯენს დაეჯახა

მსგავსი თემები