ქუთაისში, შენობიდან ჩამოვარდნილი ლოდები მოზარდს დაეცა

ქუთაისში, თეთრის ხიდის მიმდებარედ არსებულ ისტორიული შენობებიდან ქვები ცვივა.

თვითმხილველების ინფორმაციით, შენობიდან ჩამოვარდნილი ლოდები მოზარდს დაეცა და დაშავდა.

მოსახლეობა ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ საშიში შენობების აღნუსხვა მოხდეს და მსგავსი შემთხვებების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას.

“საბედნიეროდ ეს მოზარდი გადარჩა, მაგრამ არ ვიცით ხვალ რომ ისევ გადმოვარდესა და ვინმეს დაეცეს, გადარჩება თუ არა”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მსგავსი თემები