რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ორეხოვში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრი დაბომბეს.

რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა მოხალისე და დაიჭრა ორი ქალი.

,,რუსი ტერორისტები ბომბავენ ჰუმანიტარული მიწოდების პუნქტებს, აგრძელებენ ბირთვულ შანტაჟს – სამხედრო დამარცხებულთა სამარცხვინო ტაქტიკა”, – წერს პრეზიდენტის შტაბის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე.

ორეხოვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 მილის დაშორებით მდებარეობს. ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტი სკოლის შენობაში იყო განთავსებული.

მსგავსი თემები