დანილოვის თქმით, რუსეთში, შესაძლოა, კიდევ ერთი აჯანყება მოხდეს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაში შესაძლოა მორიგი აჯანყება მოხდეს.

„კრემლში სიტუაცია ისე ვითარდება, რომ კიევის წინააღმდეგ მეორე შეტევის განუხორციელებელ სურვილს, მოსკოვზე მეორე აჯანყების შესახვედრად მომზადების გადაუდებელი აუცილებლობა დაჩრდილავს და ამ მოვლენამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი“, – აღნიშნა დანილოვმა.

აჯანყების მცდელობა რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის 23-24 ივნისს ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის მიერ განხორციელდა.

მსგავსი თემები