რუსებმა ხერსონში საავადმყოფო დაბომბეს – დაიღუპა ექიმი

რუსეთის ძალებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს. იერიშის შედეგად დაზიანდა სამედიცინო დაწესებულება, ასევე დაიღუპა ექიმი, ექთანი კი დაშავდა.

„დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე, რის შედეგადაც დაიღუპა ახალგაზრდა ექიმი, რომელიც სულ რამდენიმე დღე მუშაობდა თანამდებობაზე, დაშავებულია მედდა, რომლის სიცოცხლისთვისაც ჩვენი მედიკოსები იბრძვიან“, – განაცხადა  სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის უფროსი რომან მროჩკომ.

 

მსგავსი თემები