ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი აგვისტოდან საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმებით სიარული აიკრძალა. ე.წ. კანონის დამრღვევებს ჯარიმის, ექვსი ათასი რუბლის (დაახლოებით 65 დოლარი) გადახმა მოუწევთ.

„ჩვენ მიზნად არ გვაქვს დაჯარიმება, უბრალოდ საჭიროა, რომ ადამიანებმა სათანადოდ ჩაცმულებმა იარონ. ვიმედოვნებ, რომ ინფორმირების გზით, ეს საკანონმდებლო ნორმა აისახება ჩვენს მოქალაქეებსა და სტუმრებზე და ისინი დაიცავენ ელემენტარულ წესებს“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრმა, დაუტ ხუტაბამ.

მსგავსი თემები