,,რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი” – ნინო ლომჯარია

“რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი”. ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

,,ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ მისი სახეებით და პროპაგანდით ამ სიტუაციას ისე წარმოაჩენს, ვითომ მათ არ ესმით, რომ ეს არ არის პროტესტი ცალკეულ ტურისტებზე ან ცალკეულ რეისებზე. სინამდვილეში, ეს არის საზოგადოების პროტესტი „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ და ეს პროტესტი პერიოდულად იფეთქებს ხოლმე, როცა ადგილი აქვს მცდელობას, საზოგადოებას თავს მოახვიონ ისეთი საკითხები, რაც ეწინააღმდეგება ღირებულებებს, ღირსებას, ტკივილს აყენებს და აცოცხლებს იმ ჭრილობებს, რაც საზოგადოებამ მიიღო რუსეთთან კონფლიქტის დროს. რა თქმა უნდა, რუსული გემის შემოსვლა, ისევე როგორც ფრენები, არ იყო ტურიზმი, ეს იყო პოლიტიკური აქტი“, – ამბობს ნინო ლომჯარია.

მსგავსი თემები