,,რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილი, რომელიც სააკაშვილმა შემოიტანა, ცოცხალია”- კარასინი

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გრიგორი კარასინი ბათუმში გამართულ აქციას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შემოიტანა, ცოცხალია.

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილი, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია. შემდეგ ის იშლება. საინტერესოა, რას მიაღწიეს „მყვირალა სააკაშვილებმა“ ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩამოსული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვინ უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარებას? პასუხი ზოგადად ნათელია. მაგრამ მაინც”, – დაწერა კარასინმა ტელეგრამის არხზე.

ცნობისთვის, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, დილის 6-ის ნახევარზე შემოვიდა. რუსეთიდან გამოსულ საკრუიზო გემს ბათუმში პროტესტით დახვდნენ. საპროტესტო აქცია ბათუმის ნავსადგურში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები