შეტევა მოსკოვზე

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთზე მორიგი შეტევა განახორციელა. როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყებაში განმარტავენ, შეტევა დრონებით განხორციელდა. „24 ივლისს დილით, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, ქალაქ მოსკოვის ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა. ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩაახშეს და ჩამოაგდეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით”, – აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში. რუსული მხარის ინფორმაციით, შეტევა თავდაცვის სამინისტროსთან ახლოს მდებარე ბიზნეს ცენტრზე განხორციელდა.  

მეტი...

უკრაინულ მხარეს მოლოდინის აქვს რომ ნატო-ში მომავალ წელს მიიღებენ

უკრაინული მხარე ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით გათვლას მომავალი წლისთვის აკეთებს. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი განმარტავს, ნატო-ს მომავალი სამიტი აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა. „ვინ იცის, (ნატო-ს მომავალი სამიტი)  იქნებ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყოს უკრაინისთვის. ეს მხოლოდ ჩემი მოლოდინია. ცხადია, რომ  ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ამის შემდეგ კი ეს ნატო-ს ინტერესებშიც იქნება, რადგან ჩვენ გავხდით ნატო-ს ნამდვილი აღმოსავლური ფარი, ან ევროპის აღმოსავლური ფარი. უკრაინამ მოიპოვა ნამდვილი საბრძოლო გამოცდილება, თუ როგორ უნდა შეაკავოს რუსეთი და და დაამარცხონ ნატო-ს სტანდარტების შეიარაღების გამოყენებით“, – აღნიშნა რეზნიკოვმა საერთაშორისო მედიასთან.  

მეტი...