გორში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

გორში, ნიკო სამადაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ბალონი აალდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ხანძრის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ზედაპირული დამწვრობით 22 და 25 წლის კაცები კლინიკა “გორმედში” გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მსგავსი თემები