„მტკიცედ ვგმობ ბოლოდროინდელ რუსულ თავდასხმებს დუნაიზე“ – რუმინეთის პრეზიდენტი

უკრაინის ქალაქ რენიზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი განცხადებას ავრცელებს.

„მტკიცედ ვგმობ ბოლოდროინდელ რუსულ თავდასხმებს დუნაიზე, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძალიან ახლოს რუმინეთთან. ეს ბოლოდროინდელი ესკალაცია ქმნის სერიოზულ რისკებს უსაფრთხოებისთვის შავ ზღვაში. ის ასევე გავლენას ახდენს უკრაინული მარცვლეულის შემდგომ ტრანზიტზე და გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე“, – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა მხარემ ოდესაში,  მდინარე დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეტევა განახორციელა.

 

მსგავსი თემები