,,მინდა შევუთვალო ივანიშვილს და რუსულ დაჯგუფებას – თქვენ საქართველოს ვერ დაამარცხებთ!” – გიორგი ვაშაძე

,,მინდა შევუთვალო ივანიშვილს და რუსულ დაჯგუფებას, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია – თქვენ საქართველოს ვერ დაამარცხებთ”. ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ამ ქვეყანას ვერასდროს მუხლზე ვერ დააჩოქებთ! ქართველი ხალხი არის ღირსების მქონე ადამიანების ერთობლიობა, რომელიც დიდ გამარჯვებას მოიტანს“, – მიმართა ვაშაძემ ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ვაშაძის განმარტებით, „ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძეების დაჯგუფებას უნდა, რომ ხალხს დაჩაჩანაკებული ჭაობისკენ უბიძგოს“.

მსგავსი თემები