ავარია ნინოწმინდა–წალკის გზაზე

ნინოწმინდა-წალკის საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გავარდა.

დაშავებულს ნინოწმინდის კლინიკაში შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა, თავს კარგად გრძნობს და კლინიკას მალე დატოვებს.

შსს–მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები