პრეზიდენტის განცხადებით, ოდესაზე განხორციელებული შტურმისას საბერძნეთის საკონსულო დაზიანდა

​ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული მხარის მხრიდან ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად საბერძნეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა. მისივე ინფორმაციით, ოდესაში სალიკვიდაციო სამუშაოს თითქმის მთელი დღე დასჭირდა

„შეტევის შედეგად დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობა. ეს არის მეორე საკონსულო დაწესებულება ოდესაში, რომელიც რუსული ტერორის შედეგად დაზიანდა. სამი დღის უკან მომხდარმა თავდასხმამ  ჩინეთის საკონსულოს შენობა დააზიანა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა დაზიანებულ ტაძარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას რაკეტა მოხვდა.

„წმინდა ფერისცვალების საკათედრო ტაძარს რუსული X-22 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა. ეს არის უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ტაძარი. 1936 წელს ის გაძარცვეს და გაანადგურეს ბოლშევიკებმა. უკვე დამოუკიდებელ უკრაინაში ტაძარი აღადგინეს. ახლა კი ტერორისტები მის დანგრევას ისევ ცდილობენ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები