ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

ბათუმში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ჭავჭავაძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მოხდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები იყვნენ მობილიზებული და დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი თემები