„თუ ხორბალი უხარისხოა, ვერ ვიბარებთ“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავართან“

ფერმერების პრობლემა, ისევ მოუგვარებელია. კერძოდ, ასობით ფერმერმა, ვინც ტონობით ხორბალი მოიყვანა, ჯერ კიდევ შარშანდელი მოსავალი ვერ გაყიდა, რასაც ახალი მოსავალიც დაემატა. როგორც ფერმერები აცხადებენ, მათთვის ვერანაირმა სიკეთემ მიაღწია და ხორბალში თვითღირებულებასაც არ სთავაზობენ.

როგორც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, წისქვილკომბინატები უხარისხო ხორბალს ვერ ჩაიბარებენ.

„ხარისხის შესაბამისი თუ არ არის ხორბალი და საფურაჟეა, ჩვენ მას არ ვიბარებთ. ეს არის მკვეთრად გამიჯნული. წელს წვიმები დაემთხვა, რის გამოც სასურსათო ხორბლის პარამეტრები შეიცვალა და ხორბლის გარკვეული რაოდენობის ხარისხი გაფუჭდა. ასეთი ხორბალი გადავიდა არასასურსათო სეგმენტში. შესაბამისად, ის არ გამოიყენება პურის წარმოებაში“ – აღნიშნა ლევან სილაგავამმედიაცენტრ მთავართან“.

მისივე ინფორმაციით, მთლიანი მოსავლის დაახლოებით 70% არასასურსათო, ანუ ტექნიკური ხორბალია, რომელიც საკვებად არ გამოიყენება.

ანალოგიურს აცხადებენ წისქვილკომბინატები. მათ თქმით, ხორბლის ხარისხი არ ვარგა.

 

მსგავსი თემები