საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) საჯარო მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

კომიტეტის წევრებმა გენერალური აუდიტორისგან და სამსახურის დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განაცხადებით, პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობაა და ამ საკითხში ძალიან დიდი როლი აქვს აუდიტის სამსახურს.

მისი თქმით, აღნიშნული ფორმატის შეხვედრები კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის კომიტეტსა და აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობას.

„ამ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საინტერესო თემები, ჩავერთოთ დისკუსიებში, გავცვალოთ ცოდნა, გამოცდილება და გავუზიაროთ მოსაზრებები ჩვენი საერთო ინტერესის – საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

მსგავსი თემები