„ეს მორიგი დაშლა-აწყობა მისი კურთხევით კი არ ხდება“ – ჭიჭინაძე სააკაშვილზე

პარლამენტის ყოფილი წევრის, „ტრიბუნას“ ხელმძღვანელია, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხაბეიშვილი-ვაშაძის ტანდემი მოსახლეობას ატყუებს.

ვაშაძე-ხაბეიშვილის გაერთიანება ქართველი ხალხის მორიგი მოტყუებაა. თუ სააკაშვილი არ გააპროტესტებს, საჯაროდ არ გაემიჯნება მათ და არ იტყვის, რომ ეს მორიგი დაშლა-აწყობა მისი კურთხევით კი არ ხდება, არამედ ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, მაშინ ის ივანიშვილთან არის გარიგებული და მის თამაშს თამაშობს. რადგან, ოპოზიციაში ყველაზე მეტ გადაწყვეტილებებს დღეს სწორედ ივანიშვილი იღებს – ვისაც უნდა თავმჯდომარედ იმას დანიშნავს, უნდა დაშლის და უნდა ისევ ააწყობს, მით უმეტეს ვაშაძის და ხაბეიშვილის გარშემო“ – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

მსგავსი თემები