,,მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპეცოპერაცია იყო” – უკრაინული მედია

,,24 ივლისის ღამეს მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო”. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია Українська правда ავრცელებს.

“მოხალისეებისა და სტრუქტურების თანამშრომლობა გვაძლევს კარგ შედეგს, გაგრძელება იქნება”, – თქვა წყარომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორიდან.

წყარო ამბობს, რომ მოსკოვში გაშვებული დრონებიდან ყველამ მიაღწია, თუმცა რაოდენობას არ აკონკრეტებს.

არსებული ინფორმაციით, 24 ივლისს მოსკოვზე დრონებით შეტევა იყო. უპილოტო საფრენი აპარატით იერიშის შედეგად დაზიანდა თავდაცვის სამინისტროს მახლობლად მდებარე შენობა. კიდევ ერთი დრონი ჩამოვარდა ლიხაჩოვის პროსპექტზე ბიზნეს ცენტრის შენობაში.

მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ მსხვერპლი და “სერიოზული ნგრევა” არ ყოფილა.

მსგავსი თემები