„ძალიან ცუდი სტატისტიკაა, ხორბლის 70% არასასურსათოა“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავართან“

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის – ლევან სილაგავას განცხადებით, ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით მოლოდინმა არ გაამართლა, რადგანაც ისი ძირითადი ნაწილი საკვებად არ გამოდგება.

„ძალიან ცუდი სტატისტიკაა. მოლოდინი იყო რომ 50% იქნებოდა სასურსათო და მხოლოდ 50% არასასურსათო, თუმცა სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. შედარებით უკეთესი ხარისხია შიდა და ქვემო ქართლში. შესაბამისად, რეგიონში ფერმერები იმედიანად არიან განწყობილი“- აღნიშნა ლევან სილაგავამ “მედიაცენტრ მთავართან”.

რაც შეეხება არასასურსათო ხორბალს, ეს ძირითადად მეცხოველეობაში, მეფრინველეობასა და სპირტის წარმოებაში გამოიყენება.

„საფურაჟე ხორბლის რეალიზაციის მიზნით, მთავრობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება და ე.წ დაღერღილი ხორბლის იმპორტი აკრძალა. ეს წაადგება ადგილობრივ ფერმერებს საფურაჟე ხორბლის მოსავლის რეალიზაციაში“- აღნიშნა ლევან სილაგავამ “მედიაცენტრ მთავართან”.

შეგახსენებთ, რომ ფერმერები მოყვანილ მოსავალში თვითღირებულებასაც ვერ იღებენ, რაც მათ პროტესტს იწვევს.

მსგავსი თემები