,,საქართველო და ხორვატია იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს” – პრემიერი

,,საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტრტის, ტერიტორიული მთლინობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველო და ხორვატია იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს.

„მიხარია ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანრეი პლენკოვიჩთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ისტორიულ, კულტურულ და ევროპულ ფასეულობებს. საქართველო დიდად აფასებს ხორვატიის მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტრტის, ტერიტორიული მთლინობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი”, – აღნიშნავს პრემიერი.

მსგავსი თემები