ინდონეზიაში სამგზავრო გემი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

ინდონეზიის კუნძულ სულავესის მახლობლად სამგზავრო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაკარგულად ითვლება. გემი ბუტონის პროვინციის სოფლიდან მიმდებარე სოფელში მიდიოდა.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო გემი განკუთვნილი იყო 20 ადამიანისთვის, თუმცა შემთხვევის დროს მასზე 40 ადამიანი იმყოფებოდა.

მაშველებმა 6 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამი გასაბერი და ორი სათევზაო ნავი, ასევე ექვსი მყვინთავი.

მსგავსი თემები