თბილისში უძრავი ქონება ისევ გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 3.0%-ით გაიზარდა.

საუბარია თბილისზე და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ანგარიშით, 2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 3.4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე კერძო სახლების სეგმენტში – ზრდამ 1.6 პროცენტ შეადგინა.

ხოლო 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში: ბინებზე – 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე – 16.2 პროცენტით.

კვადრატულ მეტრზე კი ფასები შემდეგნაირად ნაწილდება: მთაწმინდა – 5 167 ლარი; ვაკე – 4 404 ლარი; კრწანისი – 3 417 ლარი; საბურთალო – 3 397 ლარი; ჩუღურეთი – 3 284 ლარი; დიდუბე – 3 131 ლარი; ნაძალადევი – 3 006 ლარი; ისანი – 2 917 ლარი; გლდანი – 2 891 ლარი; სამგორი – 2 718 ლარი.

რაც შეეხება კერძო სახლებს, სურათი შემდეგია:  მთაწმინდა – 3 776 ლარი; ვაკე – 3 647 ლარი; კრწანისი – 2 811 ლარი; საბურთალო – 2 628 ლარი; ჩუღურეთი – 2 622 ლარი; დიდუბე – 2 287 ლარი; ნაძალადევი – 2 272 ლარი; ისანი – 2 170 ლარი; გლდანი – 2 123 ლარი; სამგორი – 1 955 ლარი.

 

 

 

მსგავსი თემები