პუტინის განცხადებით, „მარცვლეულის გარიგებამ“ აზრი დაკარგა

რამდენიმე დღეა, რუსეთმა უკრაინიდან ე.წ. მარცვლეულის დერეფანი ჩაკეტა. როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, „მარცვლეულის გარიგებამ“ აზრი დაკარგა.  მისი თქმით, ა პერიოდის განმავლობაში, უკრაინიდან ექსპორტირებული ტვირთის 70% მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მიდიოდა და არა გაჭირვებულ ქვეყნებში.

„ერთი წლის განმავლობაში, „გარიგების“ ფარგლებში, სულ 32,8 მილიონი ტონა ტვირთი გავიდა უკრაინიდან, საიდანაც 70%-ზე მეტი მიდიოდა მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ეთიოპია, სუდანი და სომალი, ასევე იემენი და ავღანეთი, ერთ მილიონზე ნაკლები – 3%-ზე ნაკლები იყო“, – აცხადებს პუტინი.

მისივე შეფასებით, ე.წ. გარიგება არ შესრულდა და ისი ჩანაცვლება რუსულ ხორბალს შეუძლია.

„ჩვენს ქვეყანას შეუძლია, შეცვალოს უკრაინული მარცვლეული როგორც კომერციულად, ასევე უფასოდ. წელს რეკორდულ მოსავალს ველოდებით. სანქციების მიუხედავად, რუსეთი გააგრძელებს მუშაობას აფრიკისთვის მარცვლეულის, საკვებისა და სასუქების მიწოდებისთვის“ – აღნიშნავს პუტინი.

 

მსგავსი თემები