პოლონეთში 2 პირის დაჭრისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში პოლიციამ 2 პირის დაჭრისთვის 25 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა დანით დაჭრა პოლონელი, შემდეგ კი კიდევ ერთი პირი, რომელსაც მეგობრის დახმარება სურდა.

პოლონეთის სასამართლომ დაკავებულს 3-თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას 3 წლით პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი თემები