ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთის ფედერაციას მიმართავს

ოდესაზე განხორციელებული შტურმის გამო, ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს ფედერაციას მიმართავს. როგორც იენს სტოლტენბერგი განმარტავს, რუსეთის მორიგმა თავდასხმამ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა გამოიწვია, რაც დასაგმობია.

„გენერალური მდივანი მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ოდესაზე, რამაც გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა, დააზიანა იუნესკო-ს მიერ დაცული ფერისცვალების ტაძარი და სხვა ისტორიული შენობები, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის მორიგი თავდასხმა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციით დაცულ ტერიტორიაზე, რაც არღვევს 1954 წლის ჰააგის კონვენციას შეიარაღებული კონფლიქტის დროს კულტურული ფასეულობების დაცვის შესახებ“, – აღნიშნულია სტოლტენბერგის განცხადებაში.

გენერალური მდივანი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები კულტურულ საკუთრებაზე.

„გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა თავდასხმა მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ძალებმა ოდესაზე შტურმი განახორციელეს.

 

მსგავსი თემები