ონკოლოგიური ბავშვების უცხოეთში სამკურნალოდ დოკუმენტების მიღება დღეს უწყება

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის საჭირო განაცხადების მიღებას დღეს იწყებს. განაცხადებს სპეციალური საბჭო განიხილავს, შემდეგ კი ბავშვები სამკურნალოდ სამი ქვეყნიდან ერთ-ერთში გაემგზავრებიან.

თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობას სრულად აფინანსებს.

„ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. განაცხადების განხილვა  სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება და გადაწყდება  ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება იქნება შესაძლებელი“ – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები