მექსიკაში ერთ-ერთ ბარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკის შტატ სონორაში, არიზონას საზღვართან, ერთ-ერთ ბარში გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად კიდევ 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს, რომელიც ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ბარს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. დანაშაულის მოტივი უცნობია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი თემები