რუსულმა რაკეტებმა ოდესის 25 არქიტექტურული ძეგლი დააზიანა

ოდესის ცენტრში, რუსებმა ღამით მიტანილი სარაკეტო იერიშით, 25 არქიტექტურული ძეგლი დააზიანეს. მათ შორისაა მე-19 და მე-20 საუკუნეების ნაგებობები.

“რუსებმა მიზანმიმართულად დაუმიზნეს რაკეტები ოდესის ისტორიულ ცენტრს, რომელიც დაცულია იუნესკოს მიერ! ყველაფერს, რაც დიდმა არქიტექტორებმა დიდი შრომით შექმნეს, ახლა არაადამიანები ცინიკურად ანადგურებენ”, – წერს ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია.

მსგავსი თემები