ვარკეთილის მეტროსთან მომხდარ დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

ვარკეთილის მეტროსთან მომხდარი დაჭრის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა. გამოძიება მას სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

შეგახსენებთ, რომ დაპირისპირება 5 მამაკაცს შორის გუშინ გამთენიისას მოხდა. კონფლიქტი თავდაპირველად ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო, რასაც საქმის გარჩევა და დაჭრა მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, კაცმა მეგობარს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები