ოკუპანტები ღამით ოდესას თავს დაესხნენ

22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.

ადგილობრივი საკრებულოს ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მსგავსი თემები