საბერძნეთში ხიდი ჩაინგრა – არიან დაშავებულები და დაკარგულები

საბერძნეთის ქალაქ პატრასთან მდებარე ხიდის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. დაკარგულად მიიჩნევა 2 ადამიანი.

ბერძნული მედიის ცნობით, 2021 წლიდან ხიდზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.  ხიდს მნიშვნელოვანი ეროზიის ნიშნები აღენიშნებოდა და მონაკვეთი ეტაპობრივად რემონტდებოდა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულებიდან ორი მუშაა, რომლებიც ხიდის შეკეთებაში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ ხიდის ქვეშ შესაძლოა ხუთი-ექვსი ადამიანი იმყოფებოდეს.

მსგავსი თემები