საბერძნეთში ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძრებს ებრძვიან

საბერძნეთში ძლიერი სიცხისგან გამოწვეულ ხანძრებს ებრძვიან. კუნძულ როდოსიდან ტყის ხანძრების გამო 3 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

კუნძულზე ხანძარი გასულ სამშაბათს გაჩნდა, ცეცხლის ქრობას ძლიერი ქარი ართულებს.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ხუთი ვერტმფრენი და 173 მეხანძრე. კიოტარას რაიონში ხანძრის შედეგად რამდენიმე სასტუმრო დაზიანდა, ასევე დაზარალდა ლაერმას, ლარდოსის და ასკლიპიოს რაიონები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მსგავსი თემები