,,მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული” – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ოდესაზე მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.

,,რუსული რაკეტები კლავს ხალხს და ანგრევს UNESCO-ს მიერ დაცულ საკულტო ადგილებს ოდესაში. ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მთავარ პორტზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს სასურსათო უსაფრთხოებისთვის, არის თავდასხმა მთელ გლობალურ საზოგადოებაზე. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს და ორგანიზაციას, დაგმოს ეს ბარბაროსული ომის დანაშაული”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები