მეუფე იაკობი ევროპის სახელმწიფოებს საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ევროპის სახელმწიფოებს საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.

მეუფე იაკობი ევროკომისიის მიერ საქართელოსთვის 12 რეკომენდაციის მიცემითაც უკმაყოფილოა და ამბობს, რომ ევროკავშირმა საქართველოს ვადები არ უნდა დაუწესოს.

,,მინდა მივმართო ევროკავშირს და ევროპარლამენტს, რას აკეთებთ? როგორ გვექცევით? რისთვის იყენებთ ევროკავშირში გაწევრიანების იდეას? ორჯერ ლამის რევოლუცია მოგვიწყვეთ და რის გამო? 12 დავალებას რომ გვაძლევთ, თქვენი ბავშვები ვინ არიან? და თუ დავალებას გვაძლევთ, დაგვაცადეთ, ვადებს რატომ მიწესებ? იმიტომ მიწესებ, რომ კიდევ რევოლუცია მომიხდინო? თუ ჩემი პარტნიორი ხარ ევროკავშირის მიმართ, თუ არ მეხმარები, უკრაინას როგორც ეხმარება დღეს ნახევარი მსოფლიო. როცა მზად ვიქნები, მაშინ შევალთ იქ, სადაც საჭიროა. თუ არაა, რატომ მიბრაზდები? შემოდგომა მოვა და ჩვენც ვემზადებით. ჩვენს ახალგაზრდებს სწორ ორიენტირს ურევენ ხოლმე, ჩვენ არავის დავანებებთ, რომ საქართელო ისევ ვიღაცეების ხელში ჩააგდონ. ეს ხომ რუსეთს უნდა, რომ საქართელო არ განვითარდეს. ევროპელებს მივმართავ, რუსეთის გარდა, ვის ემსახურებით?”, – ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა.

მსგავსი თემები