სანქცირებული რუსი ბიზნესმენი საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს

40 წლის რუსი მილიონერი ბიზნესმენი, ტექნოლოგიური კონგლომერატი ICS Holding-ის დამფუძნებელი ანტონ ჩერეპენნიკოვი, რომელზეც აშშ-ის სანქციები ვრცელდებოდა, მოსკოვში, საკუთარ ოფისში გარდაცვლილი იპოვეს.

ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება სახელდება.

ჩერპენნიკოვი ICS Holding-ის დამფუძნებელია. ჰოლდინგი აერთიანებს უამრავ ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელთა შორის არიან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების სისტემების მწარმოებლები. ამ სისტემებს სპეციალური სამსახურები იყენებენ, მათ შორის ტელეფონების მოსასმენად.

მსგავსი თემები