საბერძნეთში მყოფი ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ

საბერძნეთი ცეცხლის ალშია, სტიქიას ამ დრომდე ებრძვიან. ათენის ჩრდილო-დასავლეთში გაჩენილმა ცეცხლმა სახლები, ავტომობილები და სამოქალაქო ინსფრაქტურქტურა გაანადგურა.

განაკუთრებით რთული ვითარება როდოსზეა. მხოლოდ ამ კუნძულიდან 19 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ქვეყანაში მაღალი ტემპერატურაა, რაც მასშტაბური ხანძრის ლოკალიზებას ართულებს.

სტიქიის ზონაში არიან საქართველოს მოქალაქეებიც. ემიგრანტები ამბობენ, რომ ცეცხლიდან იმ ოჯახებმა გამოიყვანეს, სადაც დასაქმებულები იყვნენ. საქართველოს საელჩოდან კი, მათი თქმით, არავინ დაკავშირებიათ.

მსგავსი თემები