ხელისუფლება ქართულ ჯარს რუსული პროდუქტით კვებავს

ხელისუფლება ქართულ ჯარს რუსული პროდუქტით კვებავს. 2022 წლამდე ინფორმაცია შესყიდვების შესახებ ღია იყო. უკვე ერთი წელია, უცნობია რითი და რომელი ქვეყნის პროდუქტით კვებავს სამხედროებს თავდაცვის სამინისტრო.

ამ საკითხზე სპეციალური კვლევა მოამზადა ,,თავისუფლების ინსტიტუტმა”, რომელიც შეეცადა მოეძებნა პასუხები კითხვებზე, რას ჭამს ქართული ჯარი და რომელი პროდუქტებისგან შედგება მათი რაციონი.

არსებული ინფორმაციით, ჯარისკაცების კვებაზე უკვე 9 წელია ზრუნავს ,,სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა”, რომელიც 2014 წელს შეიქმნა. კომპანიას თავდაცვის სამინისტრო მართავს, 100 პროცენტი წილის მფლობელი კი სახელმწიფოა. წლების განმავლობაში მის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ხშირად იმარჯვებდნენ ხელისუფლებასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული კომპანიები. ერთ-ერთი ბოლო და დიდი შესყიდვა რუსული ზეთის შემომტან კომპანიასთან გაფორმდა.

ასევე ცნობილია, რომ წლების განმავლობაში 232 ათასი ლარის ღირებულების რუსული პროდუქცია შეიძინა საველე წვრთნებისთვის.

მსგავსი თემები