კაცი, რომელიც კრემლის აღებით იმუქრებოდა, ლიკვიდირებულია

რუსული მედიის ცნობით, ლიკვიდირებულია კაცი, ვინც გუშინ სოფელ შერვუდიის ელიტარულ უბანში შეიჭრა, მიჯრით ისროლა და მძევლებად პოლიციის ორი ოფიცერი აიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ტყვიაგაუმტარი სამოსისა და ნიღბის უკან, 35 წლის ვიაჩესლავ ჩერნენკო დგას. კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

თავდასხმის მომენტში, სამხედრო ფორმაში მყოფი კაცი ამტკიცებდა, რომ დიდი რაოდენობით იარაღი ჰქონდა და კრემლი უნდა აეღო.

მსგავსი თემები