,,ოდესის გამო რუს ტერორისტებს სამაგიერო მიეზღვებათ” – ზელენსკი

ოდესაზე რუსების სარაკეტო თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ “რუს ტერორისტებს სამაგიერო მიეზღვებათ”.

“რეკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი შენობების წინააღმდეგ, ტაძარი… რუსულ ბოროტებას გამართლება ვერ ექნება. როგორც ყოველთვის, ბოროტება დამარცხდება. რუს ტერორისტებს ოდესის გამო სამაგიერო აუცილებლად მიეზღვებათ, ისინი იგრძნობენ შურისძიებას. ყველას, ვინც ამ ბოლო ტერაქტის შედეგად დაზარალდა, დახმარებას უწევენ. მადლობელი ვარ ყველასი ვინც ხალხს ეხმარება და ვინც, ფიქრებით და ემოციებით ოდესასთანაა. ჩვენ ამას გადავლახავთ, აღვადგენთ მშვიდობას. ამისთვის კი რუსული ბოროტება უნდა დავამარცხოთ”, – წერს ზელენსკი.

შეგახსნებეთ, რომ 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.

ამას გარდა, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მსგავსი თემები