,,შეწყვიტეთ იმის დაჯერება, რომ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთის უპირობო დამარცხებისა” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ოდესაზე რუსეთის თავდასხმას ეხმაურება და საერთაშორისო საზოგადოებას თავდაცვის სისტემების მიწოდების დაჩქარებისა და მარცვლეულის დერეფნების დაცვისკენ მოუწოდებს.

“რუსეთის განახლებული ტერორისტული ტაქტიკა: განზრახ თავდასხმა სამხრეთის ქალაქების ისტორიულ ცენტრებზე, ოდესის დემონსტრაციული განადგურება, პორტის ინფრასტრუქტურის განადგურება, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ფართომასშტაბიანი მცდელობები.

ამ გზით რუსეთს სურს:

საბოლოოდ “გაანადგუროს” მარცვლეულის შეთანხმება;

უკრაინას დაუხუროს ნებისმიერი წვდომა შავ ზღვაზე. (განსაკუთრებით საკუთარი შავი ზღვის ფლოტის შიშის გამო);

გლობალური საინფორმაციო დღის წესრიგის შეცვლა, რათა ნაკლებად იყოს საუბარი დასუსტებულ რუსეთის ფედერაციის შიდა პრობლემებზე და მეტი ისაუბრონ ომის შესაძლო ესკალაციაზე;

კვლავ დააშინოს საზოგადოება აშკარა ტერორიზმით და ამით აიძულოს “რუსეთთან შესაძლო დათმობებზე”;

ყველა დაარწმუნოს უკრაინის სიძულვილში, განსაკუთრებით ოდესის მიმართ, უბრალოდ მეხსიერების, ისტორიის განადგურებით.

რა უნდა გაკეთდეს: გამოდით პოლიტიკური პროსტრაციიდან, დააჩქარეთ სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდება, დაიცავით მარცვლეულის დერეფნები და პორტის ინფრასტრუქტურა, შეწყვიტეთ იმის დაჯერება, რომ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა რუსეთის უპირობო დამარცხებისა”, – წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები