,,ოდესის მუდმივი სარაკეტო ტერორი ომის მორიგი დანაშაულია” – ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

“იუნესკოს დაცვის სტატუსის მქონე ქალაქის, ოდესის მუდმივი სარაკეტო ტერორი ომის მორიგი დანაშაულია. ასევე განადგურდა ქალაქის მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი”, – დაწერა ბორელმა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, უკრაინის ასობით სხვა ისტორიული ძეგლიც დაზარალდა რუსეთის თავდასხმების შედეგად.

მსგავსი თემები