ოჯახი დაკარგულ ახალგაზრდას ეძებს

ოჯახი დაკარგულ ახალგაზრდას ეძებს. ინფორმაციას ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ახალგაზრდა ბიჭის დედა ავრცელებს.

“სახლიდან გავიდა და დაიკარგა ჩემი შვილი თორნიკე აბალაკი. გთხოვთ, თუ ვინმემ ნახეთ დამიკავშირდით ნომერზე 568676587”, – წერს მაია ოთიაშვილი.

დედის ინფორმაციით, თორნიკე სახლიდან გუშინ გავიდა და წერილი დატოვა.

“წუხელის გავიდა, პატარა პრობლემა ჰქონდა ამ ბოლო დროს. თან არაფერი წაიღო ტელეფონიც კი და წერილი დატოვა”, – წერს მაია ოთიაშვილი.

მისივე ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.

მსგავსი თემები