,,სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები უდიდეს თანხებს იხდიან იმაში, რომ კონგრესს დაასანქცირებინონ საქართველო” – გია ცაგარეიშვილი

სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები დებენ მილიონებს, უდიდეს თანხებს იხდიან იმაში, რომ კონგრესს დაასანქცირებინონ საქართველო. ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. მისი თავგადაკლული ფანები მას დღესაც პრეზიდენტად და მხედართმთავრად მოიხსენიებენ და ამ ქვეყნის გაშავებასა და განადგურებაში, ამ ქვეყნისთვის ევროპერსპექტივის დასამარებაში ისა და მისი ოჯახის წევრები დებენ მილიონებს. უდიდეს თანხებს იხდიან იმაში, რომ კონგრესს დაასანქცირებინონ საქართველო, აქ „ქართულ ოცნებაზე“ კი არ არის საუბარი, ქვეყანაზე, მის სამშობლოზე, ყოველ შემთხვევაში ყოფილ სამშობლოზე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მსგავსი თემები