ოდესაში კიდევ ერთი არქიტექტურული ძეგლი, მეცნიერთა სახლი განადგურდა

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში, რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, კიდევ ერთი არქიტექტურული ძეგლი, მეცნიერთა სახლი განადგურდა. დაზიანებულია თითქმის ყველა ძველი ნივთი.

შეგახსენებთ, 22 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 22 დაშავდა. დაშავებულებიდან 14, მათ შორის 3 ბავშვი, კლინიკაშია გადაყვანილი.

ასევე, დაზიანდა ფერისცვალების ისტორიული ტაძარი, დაინგრა ინფრასტრუქტურა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

მსგავსი თემები